2024 წლის 3-7 ივნისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს Erasmus+ KA171 პროექტის ფარგლებში, ეწვია ათათურქის უნივერსიტეტის (თურქეთი) ჯანდაცვის მეცნიერებების ფაკულტეტის პროფესორი სერაფ ეჯდერ აპაი.
ვიზიტის ფარგლებში პროფესორ სერაფ ეჯდერ აპაის შეხვდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლელა მასხულია, დეკანის მოადგილე, საექთნო და სამეანო საქმის საბაკალავრო პროგრამების კოორდინატორი, ასისტენტ-პროფესორი მედეა ჯღარკავა, ERASMUS+ -ის პროგრამის ინსტიტუციური კოორდინატორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი ნინო კანდელაკი და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის საერთაშორისო თანამშრომლობის განყოფილების უფროსი, ასოცირებული პროფესორი თინათინ კილასონია. შეხვედრაზე დაისახა თანამშრომლობის განვითარების ახალი ინიციატივები სტუდენტთა მობილობის მიმართულებით.
ათათურქის უნივერსიტეტის პროფესორმა თსსუ-ის საექთნო და სამეანო საბაკალავრო პროგრამების სტუდენტებს წაუკითხა ლექციათა ციკლი შემდეგ თემებზე: „მეანობა-გინეკოლოგიის სწავლების მოკლე ისტორია თურქეთში“ და „მეანობა-გინეკოლოგიის კავშირი გარემოსთან და ჯანსაღ ცხოვრების სტილთან“.