თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა უმასპინძლა სასარის უნივერსიტეტის (იტალია) პროფესორს, ბატონ ანჯელო სკუტერის, რომელიც თსსუ-ს, Erasmus + საერთიაშორისო კრედიტ მობილობის პროექტის ფარგლებში , 1 მაისს ეწვია.
პროფესორმა სკუტერიმ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის კვებისა და ასაკობრივი მედიცინის დეპარტამენტსა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის,მენეჯმენტის, პოლიტიკისა და ეკონომიკის დეპარტამენტში, 1 და 2 მაისს, საჯარო ლექციები წაიკითხა. თემებზე - "სიმსუქნე: ბუნება ბუნების წინააღმდეგ" და "კომპლექსური სამედიცინო პრობლემების მქონე ხანდაზმული ინდივიდები ჰიპერტენზიით".
ლექციებს სტუდენტები და ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ. პროფესორ სკუტერის თემებმა დიდი ინტერესი გამოიწვია, ლექციის ბოლოს გაიმართა დისკუსია.