2024 წლის 22-24 თებერვალს თბილისის სახელმწიფო სმედიცინო უნივერსიტეტის ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ნინო კორსანტია და მოწვეული მასწავლებელი, სტომატოლოგიის აკადემიური დოქტორი მანანა უსტიაშვილი იმყოფებოდნენ ბოლონიაში (იტალია), სადაც ჩატარდა იტალიის ენდოდონტიის აკადემიის (AIE) I საერთაშორისო კონგრესი - “Endodontics goes digital” – „ენდოდონტია ხდება ციფრული“.
კონგრესზე განხილულ იქნა თანამედროვე ეპოქის ერთ-ერთი აქტუალური საკითხი - ციფრულ ტექნოლოგიები, მასთან დაკავშირებული გამოწვევები და დადებითი მხარეები.
კონგრესს უძღვებოდნენ ადგილობრივი და საერთაშორისო სპიკერები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან (აშშ, ბრაზილია, ბელგია, კოლუმბია, ესპანეთი): Marco Versiani, Marco Ferrari, Ronald David E. Jaramillo, Josette Camilleri, Elisabetta Cotti და სხვა.
ღონისძიების მსვლელობისას, ასევე, ჩატარდა დამატებითი კურსები, რომლის ფარგლებშიც ასოცირებულმა პროფესორმა ნინო კორსანტიამ და მოწვეულმა მასწავლებელმა მანანა უსტიაშვილმა გაიარეს 2 კურსი - ,,ენდოდონტიური კვლევის მომავალი და მისი გავლენა კლინიკურ პრაქტიკაზე“ (სპიკერები - Ronald Ordinola Zapata - David E. Jaramillo) და “ბიოკერამიკული ცემენტის საიდუმლოებები“ (სპიკერი - Adrian Lozano).