WFME-ისა და AMSE-ს დელეგაცია თსსუ-ში

WFME-ისა და AMSE-ს დელეგაცია თსსუ-ში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) პრეზიდენტი რიკარდო ლეონ ბორხესი, ყოფილი პრეზიდენტი დევიდ გორდონი  და ევროპის სამედიცინო სკოლების ასოციაციის (AMSE) პრეზიდენტი ჰარმ პეტერსი ესტუმრნენ.

თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა, კანცლერმა ალექსანდრე ბუაჩიძემ და ვიცე-რექტორმა პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ სტუმრებს უნივერსიტეტის საქმიანობა და სტრუქტურა გააცნეს. კლინიკური უნარებისა და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრის საქმიანობაზე საერთაშორისო დელეგაციას ცენტრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ირმა მანჯავიძემ მიაწოდა ინფორმაცია და ისაუბრა ცენტრის მნიშვნელობაზე, ისტორიასა და სწავლების ტექნიკებზე.

სტუმრობისას უცხოელი სტუმრები  დიპლომირებული მედიკოსის ამერიკულ პროგრამას გაეცნენ, რომელიც ემორის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლასთან ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე შეიქმნა და დღემდე ფუნქციონირებს თსსუ-ის მედიცინის ფაკულტეტზე. სტუმრებთან შეხვედრაზე  პროგრამის ხელმძღვანელმა, ეკა ეკალაძემ, სწავლების ინოვაციურ და ინტეგრირებულ სისტემაზე გაამახვილა ყურადღება. 

ვიზიტის დასასრულს გაიმართა გაფართოებული შეხვედრა, რომელშიც უცხოელ სტუმრებთან ერთად მონაწილეობდნენ: თსსუ-ის რექტორი, პროფესორი ირაკლი ნატროშვილი, კანცლერი ალექსანდრე ბუაჩიძე, ვიცე-რექტორები:  პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, პროფესორი რუსუდან რუხაძე, პროფესორი სოფიო ბახტაძე, ასევე რექტორის აპარატის უფროსი, ასოცირებული პროფესორი ირინა კაპეტივაძე, დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ეკა ეკალაძე, თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი არჩილ უნდილაშვილი და აკადემიური განვითარების და სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე სალომე ვორონოვი.

შეხვედრაზე რექტორის აპარატის უფროსმა ირინა კაპეტივაძემ სტუმრებს პრეზენტაციის ფორმატში წარუდგინა და გააცნო უნივერსიტეტის ისტორია, ძირითადი მიმართულებები და მიმდინარე პროგრამები. ასევე, თსსუ-ის წარმომადგენლებმა უცხოელ დელეგატებს უნივერსიტეტის სამომავლო გეგმები და მიზნები გაუზირეს.