ვორქშოფი  - ,,ხელოვნური ინტელექტის გამოყენება იშვიათი გენეტიკური დაავადებების დიაგნოსტიკაში

ვორქშოფი - ,,ხელოვნური ინტელექტის გამოყენება იშვიათი გენეტიკური დაავადებების დიაგნოსტიკაში"

2019 წლის 27 სექტემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ,,მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2019“-ის ფარგლებში ჩატარდა ვორქშოფი: „ხელოვნური ინტელექტის გამოყენება იშვიათი გენეტიკური დაავადებების დიაგნოსტიკაში“.  ვორქშოფის ფარგლებში მონაწილეებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მოლეკულური და სამედიცინო დეპარტამენტის  პროფესორმა თინათინ ტყემალაძემ წაუკითხა ლექცია, რომელიც განკუთვნილი იყო სკოლის მოსწავლეებისთვის.  დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდა წარმოდგენა შექმნოდა გენეტიკის აქტუალურ საკითხებზე და დარგში მიმდინარე ინოვაციურ პროცესებზე.

ლექცია პრაქტიკული ხასიათის იყო, რაც კიდევ უფრო ზრდიდა სკოლის მოსწავლეების ინტერესს. ვორქშოფის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ პრაქტიკულად  გამოეყენებინათ  Face2Gene-ის  პროგრამა.

Face2Gene-ის  პროგრამა საკმაოდ ინოვაციურია და წარმოადგენს დამხმარე საშუალებას, რათა მოვახდინოთ დიზმორფული ნიშნების მქონე პაციენტების დიაგნოსტირება ფენოტიპური ინფორმაციის გამოყენებით. პორტალში პაციენტის ფოტოსურათების და კლინიკური ინფორმაციის შეყვანის შემდგომ,  სათანადო ალგორითმის მეშვეობით, პროგრამა ახდენს ინფორმაციის ანალიზს და გამოაქვს სავარაუდო დიფერენციალური დიაგნოზი. 

ვორქშოფის განმავლობაში მონაწილეებმა წინასწარ გაიარეს რეგისტრაცია Face2Gene პროგრამაში, რის შემდგომაც თითოეულ მათგანს მიეცა პორტალზე წვდომის შესაძლებლობა. 

Face2Gene-ის პროგრამაში რეგისტრაცია შესაძლებელია უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისა და ექიმებისთვის. სკოლის მოსწავლეებისთვის ვორქშოფს ძირითადად  გაცნობითი  ხასიათი ჰქონდა.

იხილეთ სიახლე ,,NewPosts"-ზე