თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში დიაბეტის ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღე აღინიშნა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში დიაბეტის ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღე აღინიშნა

2022 წლის 11 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, თსსუ-ის ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტისა და თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის ორგანიზებით დიაბეტის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

თსსუ-ის მოწვევით ღონისძიებას ესწრებოდნენ: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე დავით სერგეენკო; საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე; საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვლადიმერ კახაძე; საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის აპარატის ხელმძღვანელი შერმადინ შარია; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები.

შეხვედრაზე მოსულ სტუმრებს მიესალმნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლები: ვიცე-რექტორი, პროფესორი სოფიო ბახტაძე; ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი მარინე გორდელაძე; ემერიტუსი დავით მეტრეველი და თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის ენდოკრინოლოგიური სამსახურის უფროსი, მედიცინის დოქტორი ეკატერინა ფაცაცია.

ღონისძიებაზე მოწვეულმა სტუმრებმა სიტყვით გამოსვლისას დიაბეტის შესახებ ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

აღსანიშნავია, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი მუდმივად უცხადებს მხარდაჭერას დიაბეტით დაავადებულ პირებს და ყოველ წელს მათთან ერთად აღნიშნავს დიაბეტის ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღეს, შესაბამისად, შეხვედრაზე მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ შაქრიანი დიაბეტის მქონე ბავშვები, მოზარდები და მათი მშობლები.

დიაბეტის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღის აღსანიშნავი შეხვედრა ჩატარდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებთანაც, სადაც ენდოკრინოლოგმა ანა ჭოხონელიძემ გამართა საჯარო ლექცია თემაზე „შაქრიანი დიაბეტის მკურნალობისა და პრევენციის თანამედროვე ასპექტები“.