მსოფლიო გზავნილით „დავასრულოთ სტერეოტიპები“ 21 მარტს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, დაუნის სინდრომის (WDSD) გლობალური ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღე აღინიშნა.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი სასწავლო კორპუსის ფოიეში დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლებისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ტიპის აქცია გაიმართა. ღონისძიებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს: თსსუ-ის სტუდენტებმა; რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა; კანცლერმა, ბატონმა ალექსანდრე ბუაჩიძემ; აკადემიურმა და ადმინისტრაციულმა პერსონალმა.
დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის აღსანიშნავად წლის მე-3 თვის 21-ე დღის არჩევის მიზეზი გახდა 21-ე ქრომოსომის ტრისომიის უნიკალურობისათვის ხაზგასმის სურვილი.