ძალისმიერი სპორტის საერთაშორისო გაერთიანების პრეზიდენტის, ირაკლი ცხოვრებაშვილის მადლობის წერილი

ძალისმიერი სპორტის საერთაშორისო გაერთიანების პრეზიდენტის, ირაკლი ცხოვრებაშვილის მადლობის წერილი

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ, ძალისმიერი სპორტის საერთაშორისო გაერთიანების პრეზიდენტის, ირაკლი ცხოვრებაშვილის მადლობის წერილი მიიღო.  

2017 წლის 23–25 ივნისს, თბილისში აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ბაზაზე ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონატი ძალისმიერ სპორტში, სადაც  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდმა წარმატებით იასპარეზა.

თსსუ–ის გუნდის წარმომადგენლებმა  შემდეგი შედეგები აჩვენეს:
გიორგი მეტიშვილი – ოქროს მედალი;
პავლე ლაღაძისშვილი – ოქროს მედალი;
ბექა მახათაძე – ოქროს მედალი;
გიგა კოპალეიშვილი – ოქროსა და ვერცხლის მედალი (იასპარეზა ორ სახეობაში);
ნანა სხილაძე – ოქროს მედალი;
ზურაბ დოლაბერიძე – ვერცხლის  მედალი.