თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი  უცხოელ სტუდენტთა სწავლების კუთხით ლიდერია!

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი უცხოელ სტუდენტთა სწავლების კუთხით ლიდერია!

საქართველოში უცხოელ სტუდენტთა რიცხვი 50%-ით გაიზარდა, რომლის ერთ-ერთ მიზეზად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიცირებული პროექტი - „ვისწავლოთ საქართველოში“ სახელდება. პროექტის ფარგლებში საქართველოს უნივერსიტეტბმა ხუთ საერთაშორისო გამოფენაში მიიღეს მონაწილეობა, რომლის მიზანი  საქართველოს საგანმანათლებლო პოტენციალისა  და ეკონომიკური მდგრადობის განვითარებაა.

უცხოელ სტუდენეტთა სწავლების მხრივ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებს, სადაც უცხოენოვანი პროგრამები უკვე 21 წელია ფუნქციონირებს. უნივერსიტეტში ამჟამათ 65 ქვეყნის 2300-ზე მეტი მოქალაქე სწავლობს, მათ შორის, აზიის, აფრიკის, ევროკავშირის ქვეყნებიდან და აშშ-დან. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩაბარების სურვილს ყოველწლიურად  უფრო მეტი უცხოელი გამოთქვამს, მიუხედავად სწავლის საფასურისა, რომელიც ყველაზე მაღალია ქვეყნის, რეგიონის მასშტაბით და აღმოსავლეთ ევროპის მსგავსია. აღნიშნულის მიზეზი უნივერსიტეტის დიპლომის საერთაშორისო ცნობადობა, სწავლების მაღალი ხარისხი და კვალიფიცირებული კადრებია.  

 ტელეკომპანია ,,იმედი" ჩვენს შესახებ: