თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მაგისტრები მალტაში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მაგისტრები მალტაში

2016 წლის 11-16 მარტს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამების: “ჯანმრთელობის ხელშეწყობა, ჯანმრთელობითი განათლება” და “რეაბილიტაციაში მრჩეველი” მაგისტრები, წმინდა ჯეიმსის ჰოსპიტალების ჯგუფის მიწვევითა და თსსუ-ის დაფინანსებით, იმყოფებოდნენ მალტაში.
თსსუ-ის სტუდენტების ჯგუფს ხელმძღვანელობდნენ: პროგრამების “ჯანმრთელობის ხელშეწყობა, ჯანმრთელობითი განათლება” და “რეაბილიტაციაში მრჩეველი” ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ირინე ზარნაძე, ჯანდაცვის საერთაშორისო სკოლის დირექტორი, პროფესორი ლევან ბარამიძე, სამაგისტრო პროგრამების პედაგოგი, კვებისა და ასაკობრივი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი შალვა ზარნაძე.
სტუდენტები გაეცნენ მალტის ჯანდაცვის სისტემის თავისებურებებსა და ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და რეაბილიტაციის საკითხებს. ვიზიტის ფარგლებში შედგა შეხვედრა მალტის უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან და დაისახა მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები.