თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას ვიზიტი ქალაქ ბუდაპეშტში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას ვიზიტი ქალაქ ბუდაპეშტში

 

2017 წლის 24-27 ოქტომბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია სამსახურებრივი მივლინებით იმყოფებოდა ქალაქ ბუდაპეშტში (უნგრეთი).
ვიზიტის ფარგლებში, 25 და 26 ოქტომბერს სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა მონაწილეობა მიიღო უნგრეთის რექტორთა კონფერენციის წევრებთან შეხვედრაში. აღნიშნულ შეხვედრას ასევე დაესწო საქართველოს დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ: ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, გიორგი შარვაშიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიგა ზედანია, აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი ღავთაძე, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია და განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, ნინო ჭელიძე.
დელეგაციის წევრებს ჰქონდათ საინტერესო შეხვედრები უნგრეთის განათლების სამინისტროს წარმომადგენლებთან და შესაბამისი პროფილის უნივერსიტეტების რექტორებთან.

ვიზიტის ფარგლებში, სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია შეხვდა უნგრეთის რექტორთა კონფერენციის საერთაშორისო კომიტეტის პრეზიდენტს, უნგრეთის სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტს, სზეჯედის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორს საერთაშორისო მიმართულებით, ქირურგ - სტომატოლოგს, პროფესორ კატალინ ნაჯის და ბუდაპეშტის სემელვეის სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორს, პროფესორ გიორგი ბაგდის, რომელიც კურირებს მეცნიერების მიმართულებას, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას ასევე შეხვედრა ჰქონდა ტემპუსის ფონდის წარმომადგენლებთან. კერძოდ: ,,ისწავლე უნგრეთში" მიმართულების ხელმძღვანელთან გაბორ დობოსთან და ,,ისწავლე უნგრეთში" მიმართულების ხელმძღვანელის მოადგილესთან ორსოლია იანოსიკთან, ასევე უნგრეთის სასტიპენდიო პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილესთან მარტონ ბელიკთან და უმაღლესი განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილესთან, პროფესორ მარტონ ბეკესთან.
გარდა აღნიშნულისა, დელეგაცია მიიღო სახელმწიფო სააგენტომ, რომელიც უნგრეთის უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციაში იღებს მონაწილეობას.

შეხვედრების ფარგლებში დაიგეგმა მომავალი ურთიერთთანამშრომლობის გზები და პერსპექტივები.