განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში მედიცინის მიმართულების უმაღლესი განათლების ახალ დარგობრივ მახასიათებელზე მუშაობა დაიწყო!

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში მედიცინის მიმართულების უმაღლესი განათლების ახალ დარგობრივ მახასიათებელზე მუშაობა დაიწყო!

 

მიმდინარე წლის 18 ივლისს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში მედიცინის მიმართულების უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს სხდომა ჩატარდა. საბჭომ, რომელიც დაკომპლექტებულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ რეკომენდირებული დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით, სამუშაო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი მედიცინის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის სამუშაო ვერსია განიხილა. 

მედიცინის მიმართულების უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს შემადგენლობაში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან წარდგენილნი არიან:  ვიცე-რექტორი, პროფესორი რიმა ბერიაშვილი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, პროფესორი ირინე კვაჭაძე,  სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი გაიანე სიმონია.

გთხოვთ, იხილოთ ინფორმაციის სრული ვერსია.