კლასიკური მუსიკის კონცერტი

კლასიკური მუსიკის კონცერტი

2017 წლის 6 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ,,თეატრალურ დარბაზში“ გაიმართა კლასიკური მუსიკის კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ თსსუ -ის სპორტისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული კლასიკური მუსიკის განყოფილების წევრები, თსსუ-ის სტუდენტები, როგორც ძველი ასევე ახალი თაობოს წარმომადგენლები.
ღონისძიებაზე შესრულდა შოპენის, სენ-სანის, შტრაუსისა და სხვა კლასიკოსი კომპოზიტორების სავიოლინო, ვოკალური და საფორტეპიანო ნაწარმოებები.
კონცერტის დასასრულს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ მადლობა გადაუხადა მოანაწილე სტუდენტებსა და განყოფილების ხელმძღვანელს, ბატონ გოდერძი ჩიტაიშვილს გაწეული შრომისთვის.