2022 წლის 27 ივნისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თეატრალურ დარბაზში გაიმართა კლასიკური მუსიკის საღამო, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს თსსუ-ის სტუდენტებმა, კულტურის ცენტრთან არსებული კლასიკური მუსიკის ჯგუფის წევრებმა: მარიამ გაგნიაშვილმა, ნინო და ვერიკო გერგაულებმა, გიგი გორგაძემ, ერეკლე გუნდიაშვილმა, თორნიკე თომაშვილმა, ნიკო იმნაძემ, თამარ მემანიშვილმა, საბა ფანჩულიძემ, ნია ფიფიამ, მარიამ ყიფშიძემ.
კონცერტზე შესრულდა: გლენ მილერის, შოპენის, ხაჩატურიანის, პიაცოლას, ჩაიკოვსკის, დვორჟაკის, მერაბიშვილის, რახმანინოვის და ლისტის ნაწარმოებები. მაყურებლის წინაშე საკუთარი ნაწარმოებით წარსდგა თსსუ-ის სტუდენტი ნიკოლოზ იმნაძე.
კლასიკური მუსიკის ჯგუფის ხელმძღვანელია - მაესტრო გოდერძი ჩიტაიშვილი.