პროფესორ ირმა მანჯავიძის ვიზიტი გოტინგენის უნივერსიტეტში

პროფესორ ირმა მანჯავიძის ვიზიტი გოტინგენის უნივერსიტეტში

ERASMUS MUNDUS  Alrakis 2 გრანტის ფარგლებში  2015 წლის 20 იანვრიდან 20 თებერვლამდე გოტინგენის უნივერსიტეტში (გოტინგენი, გერმანია) ჩატარდა უნივერსიტეტების თანამშრომელთა მობილობის პროგრამით გათვალისწინებული  რე–ტრენინგი  „ოსკის გამოცდის მომზადებისა და ჩატარების საკითხებზე“,  რომელსაც  ესწრებოდა თსსუ კლინიკური უნარ–ჩვევების ცენტრის დირექტორი, პროფესორი ირმა მანჯავიძე.

გოტინგენის უნივერსიტეტში ქართველ კოლეგას გააცნეს სამედიცინო პრაქტიკისა და სიმულაციების სტუდენტური ცენტრის ე. წ „შტეფსის“ მუშაობის მთავარი პრინციპები. ცენტრის ხელმძღვანელმა, ზოგადი პრაქტიკის ექიმმა ანა სიმენროტ ნაიდამ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სიმულაციურ ცენტრში სწავლების პროცესში „თანატოლ განმანათლებელთა“ და „სტუდენტ ტუტორთა“  როლის შესახებ.

მოეწყო სტომატოლოგიური სიმულაციური ცენტრის – „სინუზის“ პრეზენტაცია. პროფესორ ირმა მანჯავიძეს შეხვედრა ჰქონდა ფიზიოლოგიისა და პათფიზიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან,  პროფესორ გერჰარდ ბურკხარდტთან. დაისახა სამომავლო გეგმები.

პროფესორმა ირმა მანჯავიძემ ზოგადი პრაქტიკის დეპარტამენტში გააკეთა მოხსენება თსსუ–სა და კლინიკური უნარ–ჩვევების ცენტრზე.