საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტზე საერთაშორისო  თანამშრომლობა   ღრმავდება

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტზე საერთაშორისო თანამშრომლობა ღრმავდება

2017 წლის 29 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის პროფესორი შალვა (დავით) ზარნაძე და  ასოცირებული პროფესორი ირინე ზარნაძე, ლატვიის ჯანდაცვის სამინისტროს, ვილნიუსის უნივერსიტეტის, ნორვეგიის მთავრობის  და ევროპის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ასოციაციის მიწვევითა და დაფინანსებით, მონაწილეობას იღებდნენ  საერთაშორისო  კონფერენციაში “ საზოგადოების მენტალური ჯანმრთელობა”- ინოვაციები და ფუნდამენტური კვლევები.

კონფერენციაში მონაწილეობას იღებდა 22 ქვეყნის პროფესორი და მეცნიერი, ასევე ვილნიუსის უნივერსიტეტის სტუდენტები.

კონფერენციის მსვლელობისას პარალელურ რეჟიმში ჩატარდა სწავლება სტუდენტებისათვის, სადაც ჩვენი უნივერსიტეტის პროფესორებმა წაიკითხეს ლექცია - “ ურბანიზაცია და მენტალური ჯანმრთელობის რისკები ბავშვებსა და მოზარდებში”. ასევე შედგა სამუშაო შეხვედრები ლიტვის, ნორვეგიის, გერმანიისა და ბელგიის უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან სამეცნიერო კვლევების დაგეგმვის შესახებ. ლიტვის მხარესთან დამატებით განხილული იქნა სტუდენტებისა  და პროფესორ-მასწავლებლების მომავალი ვიზიტის დეტალები.