სტუდენტური კონფერენცია- სოციოლოგია ჯანდაცვაში

სტუდენტური კონფერენცია- სოციოლოგია ჯანდაცვაში

2024 წლის 25 იანვარს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის, მენეჯმენტის, პოლიტიკისა და ეკონომიკის დეპარტამენტში  ჩატარდა ტრადიციული კონფერენცია- ,,სოციოლოგია ჯანდაცვაში“. 

ღონისძიებაში  მონაწილეობა მიიღეს  ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის პირველი სემესტრის სტუდენტებმა, რომლებმაც მოსახლეობის ჯანმრთელობის აქტუალურ საკითხებზე შემდეგი მოხსენებები წარადგინეს: 

• ,,გეგმიური ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება“- ელენე უზუნაშვილი

• ,,მშობიარობისშემდგომი დეპრესია“ - ნინო ოზბეთელაშვილი

• ,,ჯანსაღი ცხოვრების წესის ფორმირება და მისი გავლენა ჯანმრთელობაზე“- ლიზი სტეფნაძე

• ,,ქალთა მიმართ ძალადობა“-ქეთევან თომაშვილი

• ,,ფიზიკური აქტივობის მნიშვნელობა ყოველდღიურ ცხოვრებაში“-ლაშა სახვაძე

• ,,აიტი ტექნოლოგიების გავლენა ჯანმრთელობაზე“-ტატა  გელაშვილი

• ,,თამბაქოს მოხმარება“-ანანო  გოქაძე

• ,,საშვილოსნოს ყელის სიმსივნური დაავადებები“-ლიზი გაბიძაშვილი

• ,,კორონავირუსის გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე“-ლიზი ტაბიძე

• ,,ღვიძლის დაავადებები და მისი გამომწვევი ფაქტორები“-ანა ლაბაძე

კონფერენციის ბოლოს სტუდენტებს გადაეცათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.