ვიზიტი ქალაქ კოლომბოში (შრი–ლანკა)

ვიზიტი ქალაქ კოლომბოში (შრი–ლანკა)

2018 წლის 25 იანვრიდან 1 თებერვლამდე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  უცხოელ სტუდენტთა განათლების დეპარტამენტის უფროსი, ადამიანის ნორმალური ანატომიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი დავით თოფურია უცხოელ სტუდენტთა მომზიდავი  კომპანიის OM Cunsultants-ის  და მისი პარტნიორი კომპანიის (ICAM Pvt.Ltd)  მიწვევით მივლინებით იმყოფებოდა  ქალაქ კოლომბოში (შრი-ლანკა), თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლის მსურველ სტუდენტებთან და მათ მშობლებთან შეხვედრების ჩატარების მიზნით.

ქალაქ კოლომბოში ჩატარებულ გაცნობითი სახის შეხვედრებზე  დამსწრე საზოგადოება გამოირჩეოდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში  სამედიცინო განათლების მიღების ინტერესით და დიდი სურვილით.
შეხვედრები მიმდინარეობდა დიალოგის რეჟიმში.
სამედიცინო უნივერსიტეტის  უცხოელ სტუდენტთა განათლების დეპარტამენტის უფროსმა, ადამიანის ნორმალური ანატომიის დეპარტამენტის ასოცირებულმა  პროფესორმა  დავით თოფურიამ შრი–ლანკაში ვიზიტის ფარგლებში, ასევე გამართა შეხვედრა შრი-ლანკის სამედიცინო საბჭოს თავჯდომარესთან  და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის   კურსდამთავრებულებთან, რომლებიც წარმატებით მოღვაწეობენ თავიანთი ქვეყნის წამყვან კლინიკებში.