ათათურქის უნივერსიტეტის  დელეგაცია (ერზრუმი,თურქეთი) თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

ათათურქის უნივერსიტეტის დელეგაცია (ერზრუმი,თურქეთი) თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში


2023 წლის 24 იანვარს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვია ათათურქის უნივერსიტეტის  დელეგაცია (ერზრუმი, თურქეთი), რომლის წევრებიც იყვნენ: ათათურქის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ომერ ჩომაკლი; ჯანდაცვის მეცნიერებების ინსტიტუტის დირექტორი, სამედიცინო ფარმაკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ელიფ კადირჩი; ათათურქის უნივერსიტეტის სამედიცინო ფარმაკოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი ზეკაი ჰალიჩი; ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი აკინ ერდალი; საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი თაშკინ ოზტაში; საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ERASMUS +-ის კოორდინატორი პინარ უჩაკი.

სტუმრებს შეხვდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია; ვიცე-რექტორები: პროფესორი ხათუნა თოდაძე და პროფესორი სოფიო ბახტაძე; მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი რუსუდან რუხაძე; ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლელა მასხულია; საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, თინათინ კილასონია, ERASMUS+-ის ოფისის კოორდინატორი ნინო კანდელაკი და რექტორის აპარატის უფროსი ირინა კაპეტივაძე.

თსსუ-ის რექტორის, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას მისასალმებელი სიტყვის შემდეგ, ვიცე-რექტორმა, პროფესორმა ხათუნა თოდაძემ  სტუმრებს თსსუ-ის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ათათურქის უნივერსიტეტის წარმომადგენლები დაინტერესდნენ პრეზენტაციით და ყველა შეკითხვაზე ამომწურავი პასუხი მიიღეს.

ათათურქის უნივერსიტეტის რექტორმა, დოქტორმა ომერ ჩომაკლიმ  ისაუბრა ათათურქის უნივერსიტეტის შესახებ და გამოხატა დიდი სურვილი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობისა. სტუმრებმა:  ათათურქის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამეტის ხელმძღვანელმა,  პროფესორმა თაშკინ ოზტაშმა და ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა,  პროფესორმა აკინ ერდალიმ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლებს წარუდგინეს ორი საინტერესო პრეზენტაცია ათათურქის უნივერსიტეტისა და საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის, Araştırma Hastanesi-ის შესახებ.

შეხვედრის დასასრულს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ და ათათურქის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ომერ ჩომაკლიმ ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. 

ათათურქის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ომერ ჩომაკლიმ  აღნიშნა, რომ ათათურქის უნივერსიტეტის და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ურთიერთობას საფუძველი ჩაეყარა 2008 წელს და აღნიშნული ურთიერთთანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება და  სასარგებლო იქნება, როგორც სტუდენტებისთვის, ასევე,  აკადემიური პერსონალისთვის. 

ვიზიტის დასასრულს, ათათურქის უნივერსიტეტის დელეგაცია ეწვია თსსუ-ის  კლინიკური უნარების და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრსა და კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკას.