აფხაზეთის ომის 21 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო

აფხაზეთის ომის 21 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო

2014 წლის 1 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სადისერტაციო დარბაზში აფხაზეთის ომის 21 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა კავშირი სამშობლო კიდევ ერთხელ შეხვდა აფხაზეთის ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს და ომის ვეტერანებს. შეხვედრას ესწრებოდნენ: აფხაზეთის მთავრობის,  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, მწერალთა კავშირის წარმომადგენლები, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კანცლერი ზურაბ ორჯონიკიძე და ვიცე–რექტორი გიორგი აბესაძე.

მსმენელებს მიმართეს: საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა კავშირის – სამშობლოს თავმჯდომარემ ლევან ჩაჩუამ, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ რევაზ მიშველაძემ და სხვებმა.

აუდიტორიის წინაშე წარსდგნენ წმინდა ილია მართლის სახელობის  გინაზიის აღსაზრდელები. მათ სპეციალურად მომზადებული მუსიკალური და ლიტერატურული ნომრები შესთავაზეს მაყურებელს.