აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მადლობის წერილი

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მადლობის წერილი

2014 წლის მარტში აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში  (აწსუ) ჩატარდა  კონკურსი აკადემიური თანამდებობების  დასაკავებლად. აწსუ–ის რექტორის თხოვნით,  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან აწსუ–ს ჯანდაცვის ფაკულტეტზე საკონკურსო კომისიის წევრებად მივლინებული იყვნენ პროფესორები: კახაბერ ჭელიძე, ირინე კვაჭაძე, ზაზა ბოხუა, ნინო ჭიპაშვილი, დავით ჭინჭარაძეკომისიის თავმჯდომარე პროფესორი ირინე კვაჭაძე ბრძანდებოდა. კომისიამ კომპეტენტურობა, ობიექტურობა და პროფესიონალიზმი გამოავლინა ისეთ საპასუხისმგებლო სფეროშიც, როგორიც უნივერსიტეტის ადამიანური რესურსის შერჩევაა, რისთვისაც საკონკურსო კომისიის წევრებმა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა  აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მადლობა დაიმსახურა. აღნიშნული გამოხატულია  აწსუ–ის რექტორის წერილში.

იხ. ბმული.