„ალერგიის, ასთმისა და იმუნოლოგიის მე-9 ეროვნული კონგრესისა“ და  „ასთმისა და ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების ევროპის მე-5 კონგრესის“ მოსამზადებელი სამუშაოები

„ალერგიის, ასთმისა და იმუნოლოგიის მე-9 ეროვნული კონგრესისა“ და „ასთმისა და ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების ევროპის მე-5 კონგრესის“ მოსამზადებელი სამუშაოები

მიმდინარე წლის 31 მარტს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვივნენ:  იმუნოპათოლოგიის მსოფლიო ორგანიზაციის პრეზიდენტი, იმუნოფიზიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, რუსეთის ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტის ალერგოლოგიისა და იმუნოლოგიის კათედრის ხელმძღვანელი, პროფესორი რევაზ სეფიაშვილი და საქართველოს ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაციის გენერალური მდივანი, ასოცირებული პროფესორი მანანა ჩიხლაძე. სტუმრებს შეხვდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, ვიცე-რექტორი, პროფესორი რიმა ბერიაშვილი, მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თინათინ ჩიქოვანი,კანცლერის მოადგილე მამუკა კალმახელიძე, ფინანსური რესურსების მართვის და აღრიცხვა-ანგარიშგების დეპარტამენტის უფროსი ნინა მარიამიძე და  რექტორის აპარატის უფროსი ნინო რუხაძე. საუბარი შეეხებოდა ალერგიის, ასთმისა და იმუნოლოგიის მე-9 ეროვნული კონგრესისა და  ასთმისა და ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების ევროპის მე-5 კონგრესის მოსამზადებელ სამუშაოებს, კონგრესის ფარგლებში ნობელის პრემიის ლაურეატის აარონ ჩიხანოვერის (Aaron Chiechanover) ვიზიტს საქართველოში.

კონგრესის ჩატარება იგეგმება 28-30 ივნისს თბილისში, ორგანიზატორები იქნებიან: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, საქართველოს ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაცია და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. კონგრესიის კულმინაცია იქნება პროფესორი აარონ ჩიხანოვერის ლექცია „პერსონალიზებული მედიცინის რევოლუცია: შევძლებთ კი განვკურნოთ ყველა დაავადება და რა ფასად?“