ამერიკელი სტუმრები თსსუ–ში

ამერიკელი სტუმრები თსსუ–ში

2015 წლის 23 მარტს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს  ეწვივნენ ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის ოფიცერი ორმხრივი ურთიერთობის სფეროში, თავდაცვის დარგში თანამშრომლობის სამსახურის წარმომადგენელი, მაიორი კოლინ ტომპსონი და  აშშ სამხედრო ინჟინერთა კორპუსის ევროპის წარმომადგენლობის კავკასიის ოფისის პროექტის ინჟინერი გვენდოლინ ნელსონი.

სტუმრებს შეხვდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, კანცლერი ზურაბ ორჯონიკიძე, ემორის უნივერსიტეტის პროფესორი კენეტ  ვოლკერი და  მედიცინის სკოლის რეაბილიტაციის პროგრამების ასისტენტ–პროფესორი არჩილ უნდილაშვილი.

მაიორი კოლინ ტომპსონი და ინჟინერი გვენდოლინ ნელსონი დაინტერესდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკით, მის ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო კომპლექსის მშენებლობის პერსპექტივით.