ამერიკის განვითარების სააგენტოს პროექტის  „შენარჩუნება“ საერთაშორისო კონსულტანტის, პროფესორ ბაბილ სტრეი პედერსენის  ანგარიში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის  ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური (ოსკის) გა

ამერიკის განვითარების სააგენტოს პროექტის „შენარჩუნება“ საერთაშორისო კონსულტანტის, პროფესორ ბაბილ სტრეი პედერსენის ანგარიში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური (ოსკის) გა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის და ოსლოს უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის თანამშრომლობის, ამერიკის განვითარების სააგენტოს პროექტის  “შენარჩუნება”  ფარგლებში, პროფესორმა ბაბილ სტრეი პედერსენმა კონსულტაცია და დახმარება გაუწია მეანობა-გინეკოლოგიაში მე-4 კურსის სტუდენტების ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური  (ოსკის) გამოცდის ორგანიზებასა და მომზადებას, რაც სრულყოფილად მოხერხდა მედიცინის ფაკულტეტის  დეკანთან, პროფესორ თინათინ ჩიქოვანთან, კლინიკური უნარ_ჩვევების ცენტრის დირექტორთან, პროფესორ ირმა მანჯავიძესთან და მეანობა-გინეკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, პროფესორ  ნუკრი კინტრაიასთან მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე.

პროფესორმა ბაბილ სტრეი პედერსენმა მეანობა-გინეკოლოგიაში  ოსკის გამოცდის მომზადებისას, სადგურების მოწყობის,   გამოცდის ჩატარების,  მონიტორინგის, შეფასებისა და უკუკავშირის განხორციელებისათვის გასცა ეფექტური  რეკომენდაციები. 

საგულისხმოა, რომ სადგურების მომზადებასა და მეანობა-გინეკოლოგიის დამატებითი მულაჟების შეძენაში  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს დახმარება გაუწია ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტის  “შენარჩუნება” დირექტორმა, ნინო ბერძულმა  და ამავე პროექტის დიპლომამდელი სამედიცინო განათლების ტექნიკურმა ექსპერტმა  ნინო ლომიამ.  

გამოცდა ჩატარდა 2014 წლის 10 და 11 თებერვალს. გამოცდაზე შეფასდა 276 სტუდენტი. ოსკის გამოცდამ მოგვცა შესაძლებლობა, რომ შეფასებულიყო თეორიული ცოდნა, კლინიკური და კომუნიკაციური უნარ-ჩვევები მეანობა-გინეკოლოგიაში.

“გამოცდის ზღვარი ვერ გადალახა მხოლოდ ორმა სტუდენტმა. ამდენად, ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდა წარმატებით ჩატარდა. ეს დიდი წარმატება განპირობებულია იმ ძალისხმევით, რომელიც გასწია ფაკულტეტის დეკანმა, კლინიკური უნარ_ჩვევების ცენტრის დირექტორმა და მეანობა-გინეკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა. ამის გამო მათ  მადლობა დაიმსახურეს, მეც, როგორც ამ შთამბეჭდავი გამოცდის მონაწილე დიდ მადლობას მოგახსენებთ. არსად იყო ჩავარდნა. ყველაფერმა საუკეთესოდ ჩაიარა.  გილოცავთ!”_ ნათქვამია პროფესორ ბაბილ სტრეი პედერსენის ანგარიშში.