„ამტელ ჰოსპიტალი“–ს წარმომადგენლების ვიზიტი თსსუ–ში

„ამტელ ჰოსპიტალი“–ს წარმომადგენლების ვიზიტი თსსუ–ში

   
   

2016 წლის 29 თებერვალს,  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს კომპანია "Amtel  Properties”-ის გენერალური დირექტორი დენიელ გუპტა და „ამტელ ჰოსპიტლი“–ს მთავარი ექიმი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ლაშა მაჭარაშვილი ეწვივნენ.

სტუმრებს შეხვდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  რექტორი, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორია, უნივერსიტეტის  ვიცე-რექტორები: პროფესორი ხათუნა თოდაძე და გიორგი აბესაძე და უნივერსიტეტის დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ზაზა ბოხუა.

აღსანიშნავია რომ, ამტელ ჰოსპიტალი წარმოადგენს სასწავლო ბაზას თსსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისა და რეზიდენტებისათვის.

თსსუ-ის რექტორმა სტუმრებს გააცნო უნივერსიტეტის ისტორია, ტრადიციები, ისაუბრა სასწავლო პროცესისა და  საერთაშორისო ურთიერთობების განვითარების კუთხით არსებულ სიახლეებზე.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს  ურთიერთთანამშრომლობის საკითხები. ამტელ ჰოსპიტლის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ მათთვის მნიშვნელოვანია უნივერსიტეტის სტუდენტების და რეზიდენტების მომზადების  პროცესში მონაწილეობა და რომ ისინი მზად არიან მომავალშიც ხელი შეუწყონ სტუდენტების პროფესიული განვითარებისა და სრულყოფის პროცესს.