არჩილ ალადაშვილის ვიზიტი მაგდებურგში

არჩილ ალადაშვილის ვიზიტი მაგდებურგში

2023 წლის 6-12 სექტემბრს Erasmus+ პროგრამის KA171 ფარგლებში ზოგადი ქირურგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი არჩილ ალადაშვილი იმყოფებოდა მაგდებურგის ოტო-ფონ-გერიკეს უნივერსიტეტში (საქსონ-ანჰალტი, გერმანია).

ვიზიტის ფარგლებში ასოცირებულმა პროფესორმა არჩილ ალადაშვილმა ჩაატარა ლექციათა ციკლი „მანუალური ანასტომოზები - ქართული გამოცდილება“. ლექციების პარარელურად, ყოველდღიურ რეჟიმში არჩილ ალადაშვილი, ასევე, მაგდებურგის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში მონაწილეობას იღებდა რობოტასისტირებული ვისცერული ქირურგიის პროცედურებში.

,,ჩემი ვიზიტი გერმანიაში საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა. შეხვედრა მქონდა მოლეკულური და ექსპერიმენტული ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, პროფესორ ულფ კაჰლერტთან, რომლის საფუძველზე  დაიგეგმა ერთობლივი ქართულ-გერმანული კლინიკური და სამეცნიერო პროექტების განხორციელება“, - აღნიშნავს არჩილ ალადაშვილი.