ასისტენტ პროფესორ თეა გეგენავას 2 წლიანი ფელოუშიფი ლეიდენის უნივერსიტეტში

ასისტენტ პროფესორ თეა გეგენავას 2 წლიანი ფელოუშიფი ლეიდენის უნივერსიტეტში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შინაგან დაავადებათა N1 დეპარტამენტის Aასისტენტ პროფესორმა თეა გეგენავამ გაიარე 2 წლიანი ფელოუშიფი არაინვაზიურ კარდიოვასკულურ დიაგნოსტიკის მეთოდებში ლეიდენის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრში (ლეიდენი, ჰოლანდია)-კარდიოლოგიის დეპარტამენტში, ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტის პროფ. ბაქსის ხელმძღვანელობით.  

 ლეიდენის უნივერსიტეტში ყოფნის განმავლობაში თეა გეგენავა აქტიურად ეწეოდა კლინიკურ და სამეცნიერო საქმიანობას. მონაწილეობდა და ატარებდა ისეთ მაღალტექნოლოგიურ გამოკვლევებს როგორიცაა: ტრანსთორაკალურ და ტრანსეზოფაგურ ექოკარდიოგრაფიულ გამოკვლევები, სტრესს-ექოკარდიოგრაფია, გულის კომპიუტერულ-ტომოგრაფიულია, გულის მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა. ასევე აქტიურად მონაწილეობდა 3 განზომილებიანი (3D, 4D) ტრანსეზოფაგური ექოკარდიოგრაფიული თანხლებით ტრანსკათეტერული გულის სარქვლების შეცვლის ინტერვენციული პროცედურის დაგეგმვასა და ჩატარებაში გულის სტრუქტურული დაზიანების  დროს. 

ქართველ ექიმს ფელლოუშიფის განმავლობაში საერთო ჯამში ჩატარებული და ინტერპრეეტირებული აქვს  1200 ტრანსთორაკალური ექოკარდიოგრაფიული გამოკვლევა სტანდარტული და თანამედროვე მეთოდებით, მათ შორის დეფორმაციული ანალიზის მეთოდით (Speckle tracking echocardiography), 200-მდე 4D ინტრაოპერაციული ტრანსეზოფაგური ექოკარდიოგრაფიული გამოკვლევა ტრანსკათეტერული ინვაზიური პროცედურების დროს (TAVI, Mitralclip, Cardioband), 450 კარდიული ტომოგრაფიული გამოკვლევა (მათ შორის სტანდარტული და თანამედროვე მეთოდებით, გულის სტრუქტურული დაზიანების თუ კორონარული არტერიების დაავადების შემთხვევაში),  100-მდე კარდიული მაგნიტურ რეზონანსული გამოკვლევა. 

თეა გეგენავა აქტიურად ეწეოდა სამეცნიერო საქმიანობას, ხელმძღვანელობდა ისეთ მაღალტექნოლოგიურ და ინოვაციურ პროექტებს როგორიცაა მულტიმოდალური დიაგნოსტიკა სარქვლოვანი პათოლოგიების დროს, კარდიოვასკულური ჩართულობა შემაერთებელქსოვილოვანი პათოლოგიისა და ნევროლოგიური დაავადების დროს. კვლევის შედეგებს სისტემატურად ახსენებდა როგორც ლეიდენის უნივერსიტეტის ადგილობრივ შეხვედრებზე ასევე საერთაშორისო კონგრესებზე.

თეა გეგენავამ კვლევის შედეგები სარქვლოვანი დაავადებების და სისტემური დაავადებების კარდიოვასკულური გამოვლენის შესახებ მოახსენა ისეთ კონგრესებზე, როგორიცაა ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების კონგრესი (ESC congress, 2018 Munich, Germany), ამერიკის გულის ასოციაციის კონგრესი (AHA congress, 2018, Chicago, USA), ასევე ნუკლეარული კარდიოლოგიის საერთაშორისო კონგრესი (ICNC 2019-Lisbon, Portugal), სადაც მიიღო კონგრესის საგანმანათლებლო ჯილდო. ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების 2019 წლის კონგრესზე (პარიზი, საფრანგეთი) წარსდგა  ორი ზეპირი მოხსენებით და მიიღო ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების ჯილდო. თეა გეგენავამ მოახსენა კვლევის შედეგები  ისეთი უახლესი არაინვაზიური კარდიოვასკულური დიაგნოსტიკის მეთოდის შესახებ როგორიცაა კომპიუტერული ტომოგრაფიით მიღებული სტრეინ ანალიზი (ICNC 2019-Lisbon, Portugal), რომელიც ერთ-ერთი პირველი კვლევაა ევროპაში და განხორციელდა ლეიდენის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრში. 

 თეა გეგენავას სამეცნიერო კვლევითი პროექტების შედეგები გამოქვეყნდა ისეთ მაღალიმპაქტფაქორიან ჟურნალებში როგორიცაა ამერიკის კარდიოლოგთა კოლეჯის ჟურნალი (Journal of American College of cardiology: cardiovascular imaging), ამერიკის ექოკარდიოგრაფიული საზოგადოების ჟურნალი (Journal of American College of cardiology: cardiovascular imaging) და ა.შ.

 ,,ვთვლი, რომ ლეიდენის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრში 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება და ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების ფელოუშიფი ჩემთვის იყო უნიკალური შესაძლებლობა რათა სრულად დავუფლებოდი არაინვაზიური კარდიოვასკულური დაავადებების დიაგნოსტიკის თანამედროვე მაღალტექნოლოგიურ მეთოდებს. ჩემი ხელმძღვანელების აზრის გათვალისწინებით ჩვენი თანამშრომლობა იყო ორმხრივად სასარგებლო, რის გამოც ვაგრძელებთ აქტიურ თანამშრომლობას დაწყებული თუ ახალი პროექტების მიმართულებით“ განაცხადა თეა გეგენავამ.