ასლი იაზაგანის ლექციები თსსუ–ში

ასლი იაზაგანის ლექციები თსსუ–ში

მიმდინარე წლის 31 მარტს თსსუ–ში დაიწყო ასლი იაზაგანის ლექციათა კურსი „შესავალი სამედიცინო ინფორმატიკაში“

ასლი იაზაგანმა დაამთავრა ანკარის ჰაჯატეფეს უნივერსიტეტის (თურქეთი) მათემატიკის ფაკულტეტი. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ გაემგზავრა ამერიკის შეერთებულ შტატებში, პენსილვანიის შტატის ქ. პიტსბურგის უნივერსიტეტში საინფორმაციო ტექნოლოგიების შესასწავლად. ამჟამად წარმატებით მოღვაწეობს რიზეში რეჯეპ თაიპ ერდოღანის უნივერსიტეტში (თურქეთი) ასისტენტად და კითხულობს ლექციებს საინფორმაციო ტექნოლოგიებსა და კომპიუტერულ პროგრამებში.