ასოცირებული პროფესორი ავთანდილ კუტუბიძე ამერიკის შეერთებული შტატების პედიატრიული ქირურგიის ასოციაციის წევრი გახდა

ასოცირებული პროფესორი ავთანდილ კუტუბიძე ამერიკის შეერთებული შტატების პედიატრიული ქირურგიის ასოციაციის წევრი გახდა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბავშვთა ქირურგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი  ავთანდილ კუტუბიძე აშშ-ის პედიატრიული ქირურგიის ასოციაციის (APSA) წევრი გახდა.

აშშ-ის პედიატრიული ქირურგიის ასოციაცია არის ამერიკული პროფესიული ორგანიზაცია, რომელიც დაარსდა 1970 წელს და თავის რიგებში 1200-ზე მეტ წევრს აერთიანებს.  

ორგანიზაცია განათლების, აღმოჩენებისა და ადვოკატირების გზით უზრუნველველყოფს საუკეთესო ქირურგიული დახმარების მიწოდებას პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის. ასოციაცია  გაერთიანებულია  ადამიანის იმ განუყოფელი, ფუნდამენტური  უფლების ირგვლივ, რომელსაც  ჯანმრთელობა ჰქვია და მის მთავარ ხედვასა და მიზანს წარმოადგენს-,, ყველა ბავშვი უნდა იღებდეს უმაღლესი ხარისხის ქირურგიულ დახმარებას“.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ულოცავს ბატონ ავთანდილს კიდევ ერთ დიდ წარმატებას და ნაყოფიერ მოღვაწეობას უსურვებს მას!