ასოცირებული პროფესორი ირინე ანდრონიკაშვილი საერთაშორისო კონგრესზე ვენეციაში

ასოცირებული პროფესორი ირინე ანდრონიკაშვილი საერთაშორისო კონგრესზე ვენეციაში

2017 წლის 15-17 ოქტომბერს, ვენეციაში (იტალია) ჩატარდა საერთაშორისო კონგრესი - ICCAD 2017 – the 12th International Congress on Innovations in CORONARY ARTERY DISEASE – from Prevention to Intervention, რომელზეც მომხსენებლის სტატუსით მივლინებული იყო თსსუ-ის გერიატრიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, ვ. ბახუტაშვილის  სახელობის სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის ფარმაკოიმუნოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი ირინე ანდრონიკაშვილი.

ასოცირებულმა პროფესორმა ირინე ანდრონიკაშვილმა წაიკითხა მოხსენება - ,,Cardiosteroids   and Genetic Factors in the Development of Salt-sensitive Hypertension in Georgian Subjects“.

ღონისძიებას ესწრებოდნენ გამოჩენილი კარდიოლოგები მთელი მსოფლიოდან. სხდომებზე განიხილებოდა დაავადებათა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მიდგომები და ტენდენციები, იმართებოდა დისკუსიები კარდიოლოგიის ყველაზე აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით, ტარდებოდა საინტერესო კლინიკური შემთხვევების განხილვა და კლინიკური კვლევების შედეგების ანალიზი.