ასოცირებული-პროფესორის მაია დგებუაძის მივლინების ანგარიში

ასოცირებული-პროფესორის მაია დგებუაძის მივლინების ანგარიში

მიმდინარე წლის 12-22 სექტემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადამიანის ნორმალური ანატომიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი მაია დგებუაძე მივლინებით იმყოფებოდა მოსკოვში (კლინიკური და გამოყენებითი ანატომიის მე-10 საერთაშორისო სიმპოზიუმზე) და ასტრახანში (მორფოლოგთა საერთაშორისო ასოციაციის მე-14 კონგრესზე).

პროფესორმა დგებუაძემ მონაწილეობა მიიღო მასტერკლასში ,,ცოცხალი ქირურგია“, სიმპოზიუმზე წარმოადგინა სამი ელექტრონული პოსტერი, რომელთა თეზისები დაიბეჭდა Scopus – indexed ჟურნალში  ,,Morphology”.

ღონისძიების ფარგლებში, ქალბატონმა მაიამ გაიარა სწავლება  უწყვეტი სამედიცინო განათლების პრინციპების შესახებ.