2024 წლის 27 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის დირექტორის მოადგილე, ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ნინო თევზაძე მივლინებით იმყოფებოდა საერთაშორისო განათლების ეროვნული ასოციაციის (NAFSA – national association of international educators) გამოფენა-კონფერენციაზე, რომელიც ნიუ-ორლეანში (ლუიზიანა, აშშ) ჩატარდა.
მივლინება განხორციელდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, პროგრამის ,,ისწავლე საქართველოში - ,,STUDY IN GEORGIA" ფარგლებში. საქართველოს დელეგაცია წარმოდგენილი იყო ცხრამეტი სახელმწიფო და კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებით.
NAFSA უმაღლესი განათლების სფეროში არსებული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟული საერთაშორისო გამოფენაა, რომელშიც წელს მონაწილეობდა 100-ზე მეტი ქვეყნის 200-მდე ორგანიზაცია.
,,ზემოაღნიშნულ პროექტში ჩვენი მონაწილეობა საკმაოდ წარმატებული იყო უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის კუთხით, რამდენიმე უნივერსიტეტთან გავცვალეთ საკონტაქტო ინფორმაცია მომავალი თანაშრომლობის სურვილითა და შესაძლებლობით“,- აღნიშნა ასოცირებულმა პროფესორმა ნინო თევზაძემ.