ავსტრიის ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიატრის, პროფესორ სოფია ქუნ-ნატრიაშვილის საჯარო ლექციები თსსუ-ში

ავსტრიის ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიატრის, პროფესორ სოფია ქუნ-ნატრიაშვილის საჯარო ლექციები თსსუ-ში

2023 წლის 4 და 5 ივლისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს სტუმრად ეწვია ბავშვთა ნევროლოგი, ავსტრიის ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიატრი, ექსპერტი, ვენის საუნივერსიტეტო კლინიკის ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიატრიული დეპარტამენტის უფროსი ექიმი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი სოფია ქუნ-ნატრიაშვილი, რომელმაც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის წაიკითხა 2 საჯარო ლექცია თემაზე:  ,,სუიციდალური ქცევა და არა-სუიციდალური თვითდაზიანებები მოზარდებში“ (ქართულ და ინგლისურ ენებზე).

ლექციას, გარდა სტუდენტებისა,  ესწრებოდნენ რეზიდენტები, მკვლევარები და თსსუ-ის აკადემიური პერსონალი.

პროფესორ სოფია ქუნ-ნატრიაშილის საჯარო ლექციებმა აუდიტორიის დიდი ინტერესი გამოიწვია. შესაბამისად, ლექციები ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა.