ახალგაზრდა ექიმები პანდემიის წინააღმდეგ

ახალგაზრდა ექიმები პანდემიის წინააღმდეგ

გაეროს ბავშვთა ფონდისა (UNICEF) და იმუნიზაციისა და ვაქცინოლოგიის ასოციაციის (AIVA) პარტნიორობით განხორციელებული პროექტის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სტუდენტებთან გაიმართა ტრენინგი თემაზე: „ახალგაზრდა ექიმები პანდემიის წინააღმდეგ“.

ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში უკვე გაფორმდა მემორანდუმი და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს „მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე უნივერსიტეტის“ სტატუსი მიენიჭა.

პროექტის ფინანსური და ინტელექტუალური მხარდაჭერა გაეროს ბავშვთა ფონდმა განახორციელა.

ტრენინგი ეპიდემიოლოგიური რეგულაციების დაცვით ჩატარდა.