თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით და მხარდაჭერით, ახალგაზრდა მეცნიერთა კვირეული ჩატარდა.
კვირეულის ფარგლებში, თბილისის საჯარო სკოლების 300-ზე მეტმა მოსწავლემ სხვადასხვა სახის ინტერაქტიულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ერთი კვირის განმავლობაში, მოსწავლეები ეწვივნენ ქართული თსსუ-ის მედიცინის ისტორიის მუზეუმს. ასევე მათ უმასპინძლა თსსუ-ის ვლ. ბახუტაშვილის სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტმა, სადაც მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია ბიოტექნოლოგიურ კვლევებსა და ინოვაციურ მიდგომებზე.
გარდა ამისა, კვირეულის მონაწილებიი ესტუმრნენ თსსუ-ის ი. ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტს, სადაც გაეცნენ ფარმაცევტული საქმიანობის სპეციფიკას.
კვირეულის ფარგლებში მოსწავლეებმა ასევე დაათვალიერეს თსსუ-ის სიცოცხლის მეცნიერებათა მუზეუმი. სამუშაო შეხვედრების ფორმატში, მათ ჩაუტარდათ პრაქტიკული ტრენინგი თემაზე „პირველადი სამედიცინო დახმარება – სიცოცხლის გადასარჩენად“ თსსუ-ის კლინიკური უნარ-ჩვევების და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრში.
სამეცნიერო უნარ-ჩვევების ცენტრში მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა „სახალისო ლაბორატორიაში“, სადაც გაეცნენ ლაბორატორიულ ცხოველებზე ექსპერიმენტული კვლევების მნიშვნელობას ბიოსამედიცინო მეცნიერებებში.
კვირეულის ფარგლებში ასევე გაიმართა კონფერენცია, სადაც თსსუ-ის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა სოფიო ბახტაძემ წაიკითხა ლექცია თემაზე: „თავის ტვინი და მასზე მოქმედი ფაქტორები“.
ლექცია სახელწოდებით: „კლუბური ნარკოტიკების მოხმარების სამედიცინო და სოციალური ასპექტები“ წაიკითხა სამეცნიერო უნარ-ჩვევების ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა ლუიზა გაბუნიამ.