2023 წლის 28 მარტს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ინიციატივითა ორგანიზებით, თსსუ-ში გაიმართა ახალგაზრდული ფორუმი - მდგრადი განვითარებისა და ევროინტეგრაციისთვის.
ფორუმი მიზნად ისახავს, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებისა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით, ქვეყნის მიერ განსახორციელებელი ამოცანების შესრულების პროცესში ახალგაზრდების ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდას, ინოვაციური ხედვების წარმოჩენას და ასახვას.
ფორუმი გახსნეს: საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს თავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ, თსსუ-ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა მარინა ციმაკურიძემ და სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობისა და კარიერული განვითარების სამსახურის უფროსმა თამარ საგანელიძემ.
ღონიძიებაზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტებმა: მარიამ შარიქაძემ, მარი შამბეშოვმა, ელენე ცარციძემ, გიორგი მაჭავარიანმა, მონიკა ფარულავამ, თათია გიორგობიანმა, თეკლა შეყილაძემ, გიორგი შელიამ, თინათინ მამუკაშვილმა, იოსებ პერტაიამ, თათია პაპაშვილმა, ნინო ხმალაძემ, გიორგი წაქაძემ, ნანუკა ზარქუამ, მარიამ კობალავამ, ლალი ბეგაძემ, თინათინ კვაჭაძემ, ნინო ჩხეტიანმა, ემზარ ჩაჩუამ წარმოადგინეს პანელური მოხსენებები გაეროს მდგრადი განვითარების 17 მიზნიდან შემდეგ საკითხებზე: ჯანსაღი ცხოვრებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა; წყლის მდგრადი მართვისა და სანიტარული ნორმების დაცულობის საყოველთაო უზრუნველყოფა; კლიმატის ცვლილებისა და მისი ზეგავლენის წინააღმდეგ გადაუდებელი ზომების გატარება. ფორუმი წარიმართა პანელური დისკუსიის ფორმატში. ღონისძიებაში აქტიური მონაწილეობა მიიღო საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის აკადემიურმა პერსონალმა.
აღსანიშნავია, რომ ფორუმში ჩართულია სტუდენტები საქართველოს 12 უმაღლესი სასწავლებლებიდან. პანელურ დისკუსიებზე შერჩეული მოხსენებები წარდგენილი იქნება პლენარულ ღონისძიებაზე, რომელიც 7 აპრილს გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში მომზადდება აბსტრაქტები, რომლებიც შემდგომში სტატიების კრებულად გამოიცემა.
ახალგაზრდული ფორუმი ხორციელდება საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/ დედამიწის მეგობრები - საქართველოს ორგანიზებით. ფორუმს მხარს უჭერს საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და შვედეთის სამეფოს საელჩო საქართველოში.