ახალი ინიციატივა BMJ-ის და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ურთიერთთანამშრომლობაში

ახალი ინიციატივა BMJ-ის და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ურთიერთთანამშრომლობაში

   
   

2017 წლის 12 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვივნენ ბრიტანეთის სამედიცინო ჟურნალის წარმომადგენლები:  BMJ  (British Medical Journal) საერთაშორისო ჯანდაცვის რეგიონული განვითარების მენეჯერი ელიზა რომა და BMJ-ის განვითარების ადგილობრივი  ხელმძღვანელი ეკატერინე ჩერქეზიშვილი.  სტუმრებს შეხვდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი რიმა ბერიაშვილი და  თსსუ-ის დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის დირექტორი, ასოცირებული პროფესორი ზაზა ბოხუა.

BMJ-ისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, გადაიდგა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რეზიდენტების და უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემაში ჩართული ექიმებისთვის, მაგისტრანტებისთვის, ყველა კლინიკისთვის, რომელიც არის თსსუ-ის, ან მისი აფილირებული კლინიკა,  სამეცნიერო ჟურნალი BMJ გამოყოფს განსაზღვრულ უფასო ადგილებს სტატიების განსათავსებლად. ამასთანავე, თსსუ-ის, მისი კლინიკებისა და აფილირებული კლინიკების  თანამშრომლებს, რეზიდენტებს და უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემაში ჩართულ ექიმებს, მაგისტრანტებს ექნებათ წვდომა BMJ სტატიებზე.