2014 წლის 19 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მოეწყო ახალი სამაგისტრო პროგრამის „ჯანდაცვის მენეჯმენტი და პოლიტიკა“ პრეზენტაცია. პროგრამის ხელმძღვანელმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა ლევან მეტრეველმა, დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა ახალი პროგრამა, რომელიც ახალ პერსპექტივას შლის მაგისტრანტების წინაშე.
სწავლება იწარმოებს ინგლისურად და მისი დასრულების შემდეგ გაიცემა ორმაგი დიპლომი.
სამაგისტრო პროგრამაზე „ჯანდაცვის მენეჯმენტი და პოლიტიკა“ პირველი მიღება სექტემბერშია დაგეგმილი.