ახლადარჩეული სტუდენტური თვითმმართველობის პირველი გენერალური ასამბლეა

ახლადარჩეული სტუდენტური თვითმმართველობის პირველი გენერალური ასამბლეა

2012 წლის 17 ნოემბერს ჩატარდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ახლადარჩეული სტუდენტური თვითმმართველობის პირველი გენერალური ასამბლეა. ასამბლეამ ერთხმად ცნო სტუდენტური თვითმმართველობის წევრების უფლებამოსილება 2012 წლის 9 ნოემბრის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის საფუძველზე. უფლებამოსილი დელეგატების სრულმა შემადგენლობამ სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტად კახა აბულაძე აირჩია.

ასამბლეამმხარიდაუჭირავიცეპრეზიდენტობისშემდეგკანდიდატურებს: გიორგი მიკუჩაძეს, თამარ საგანელიძეს და ქსიტიჯ კუმარს. სტუდენტური თვითმმართველობის ახალმა ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა გიგა სორდიას და მის გუნდს 2008-2012 წლებში ენერგიული, აქტიური და წარმატებული საქმიანობისთვის, რომელიც მუდმივად მიმართული იყო სტუდენტური ცხოვრების, სამედიცინო უნივერსიტეტის, თითოეული სტუდენტის ინტერესების დაცვისკენ და გუნდური პრინციპების დამკვიდრებისკენ, რამაც განაპირობა გამორჩეული, წარმატებული ისტორიის შექმნა.

ახალ თვითმმართველობას წარმატებები უსურვეს ყოფილმა ხელმძღვანელებმა გიგა სორდიამ და მიხეილ დიაკონიძემ. სტუდენტური თვითმმართველობა მოგიწოდებთ აქტიურობისა და საერთო საქმის კეთებისკენ.

"ჩვენსტუდენტობაგვაერთიანებს!"