,,ბათუმის ჯანდაცვის სემინარი 2015“

,,ბათუმის ჯანდაცვის სემინარი 2015“

2015  წლის 30 ოქტომბრიდან 1 ნოემბრის ჩათვლით, ქალაქ ბათუმში გაიმართა ღონისძიება-,,ბათუმის ჯანდაცვის სემინარი 2015“, რომელსაც ესწრებოდნენ: თსსუ–ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი, აკადემიური დოქტორი ირაკლი კოხრეიძე, კლინიკის სამედიცინო მენეჯერი ქეთევან ყაჯრიშვილი, ასევე თსსუ-ის აპოლონ ურუშაძის სახელობის სტომატოლოგიური კლინიკის დირექტორი, ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ლია სანოძე და დირექტორის მოადგილე სამკურნალო დარგში სოფიო ჭინჭარაძე, თსსუ-ის  გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის გენერალური დირექტორი, ასისტენტ–პროფესორი  ლია ძიძიგური და  კლინიკის ფინანსური დირექტორი თამარ ჩოხელი.

სემინარზე განიხილეს ჯანდაცვის სფეროში არსებული ისეთი აქტუალური საკითხები, როგორიცაა: ჯანდაცვის სისტემების ტიპოლოგია, ჯანდაცვის დაწესებულებების კლასები და მათი ადგილი სხვადასხვა სისტემურ გარემოში. ჯანდაცვის სექტორში მოქმედი ეკონომიკური კანონები და მათი გავლენა სამედიცინო დაწესებულებების ფუნქციონირებაზე.

კონფერენციაზე წარმოდგენილ საკითხებს შორის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ლექცია - ,,ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამებში  სამედიცინო დაწესებულების მონაწილეობის პროცესის მართვა, ფინანსური და იურიდიული რისკების თავიდან აცილება, კერძო სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობის საკვანძო საკითხები“.

ტრენინგს უძღვებოდნენ დასავლეთ ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში დიპლომირებული ჯანდაცვის გამოცდილი ექსპერტები: USAID- ის მიერ დაფინანსებული WASH პროექტის დირექტორი აჭარაში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მენეჯმენტი და ჯანდაცვის პოლიტიკა“ ხელმძღვანელი, პროფესორი ლევან მეტრეველი და საქართველოში ტუბერკულოზის პრევენციის პროექტის დირექტორი თამარ გაბუნია.