ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე თსსუ–ის აპოლონ ურუშაძის სახელობის სტომატოლოგიური კლინიკაში

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე თსსუ–ის აპოლონ ურუშაძის სახელობის სტომატოლოგიური კლინიკაში

   
   

2017 წლის 1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აპოლონ ურუშაძის სახელობის სტომატოლოგიურმა კლინიკამ ქ. თბილისის ბაგა-ბაღ "ჩიორას" აღსაზრდელებს უმასპინძლა. 

საქველმოქმედო აქციის ფარგლებში სტუმრებს გაეწია კონსულტაცია პირის ღრუს ჰიგიენური მდგომარეობის შესახებ და დაიგეგმა კბილთ მკურნალობა.

შეხვედრა საინტერესოდ, მხიარულად და ხალისიანად ჩატარდა.