ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე – თსსუ–ის აპოლონ ურუშაძის სახელობის სტომატოლოგიურ კლინიკაში

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე – თსსუ–ის აპოლონ ურუშაძის სახელობის სტომატოლოგიურ კლინიკაში

   
   

2016 წლის 1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აპოლონ ურუშაძის სახელობის სტომატოლოგიურმა კლინიკამ #211 ბაგა-ბაღის აღსაზრდელებს უმასპინძლა.

შეხვედრამ მხიარულად, ხალისიანად და საინტერესოდ ჩაიარა. დიდი იყო ემოცია ბავშვების და მათი მშობლების მხრიდან. ბავშვთა და მოზარდთა სტომატოლოგიისა და სტომატოლოგიურ დაავადებათა პროფილაქტიკის დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა ნანა ყიფიანმა ძალზედ საინტერესო პრეზენტაცია მოახსენა პატარებს, სადაც დეტალურად იმსჯელა პირის ღრუს სრულფასოვან ჰიგიენაზე.

კლინიკის დირექტორი ლიკა სანოძე, მოადგილე სამკურნალო დარგში სოფო ჭინჭარაძე, ექიმები და რეზიდენტები აქტიურად ჩართულნი იყვნენ ამ შესანიშნავ ღონისძიებაში.

მადლიერმა პატარებმა ბევრი ლექსი, სიმღერა და ცეკვა აჩუქეს კლინიკის თანამშრომლებს.

აქციის ფარგლებში კლინიკაში შემოსულ პაციენტებს გაეწიათ უფასო სტომატოლოგიური კონსულტაციები, ჩაუტარდათ პირის ღრუს პროფესიული ჰიგიენა და გადაუდებელი სტომატოლოგიური დახმარება.