ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული საქველმოქმედო აქცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიურ კლინიკებში

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული საქველმოქმედო აქცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიურ კლინიკებში

 

მიმდინარე წლის 1 ივნის, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აპოლონ ურუშაძის სახელობის საუნივერსიტეტო სტომატოლოგიურმა კლინიკამ და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის N1 სტომატოლოგიურმა კლინიკამ თბილისის  198–ე საჯარო სკოლასთან არსებული არასამთავრობო ორგანიზაციის – „მშობელთა ხიდის“ 15 ბენეფიციარს უმასპინძლა.

საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, „მშობელთა ხიდის“  ბენეფიციარებს ჩაუტარდათ პირის ღრუს ჰიგიენური დათვალიერება, გაეწიათ შესაბამისი სტომატოლოგიური კონსულტაციები და დაიგეგმა  კბილთ–მკურნალობა.

საქველმოქმედო ღონისძიების მხარდამჭერმა კომპანიებმა და  ორგანიზაციებმა: „ქოლგეითი“, „პრეზიდენტი“, ფარმაცევტული კომპანია „გეა“, ჯანდაცვის პროფესიონალთა ლიგა – თითოეულ ბენეფიციარს საჩუქრად გადასცეს: კბილის პასტები, ჯაგრისები,  პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაავადებების სამკურნალო გელი).

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული საქველმოქმედო აქციები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიური კლინიკებისთვის ტრადიციულია და ყოველწლიურად იმართება.