ბელგიური  სამედიცინო კომპანია  “Agfa  Healthcare “  დელეგაციის ვიზიტი  სამედიცინო უნივერსიტეტში

ბელგიური სამედიცინო კომპანია “Agfa Healthcare “ დელეგაციის ვიზიტი სამედიცინო უნივერსიტეტში

2012 წლის  13  დეკემბერს, თბილისის  სახელმწიფო  სამედიცინო  უნივერსიტეტს, საქართველოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში,  ეწვია   ბელგიური   საერთაშორისო  სამედიცინო კომპანია  Agfa Healthcare-ის  საინფორმაციო   სისტემების   დირექტორი,  ბატონი  ჟან  პიერ  შლამბერტი.

შეხვედრას ესწრებოდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  რექტორის მოადგილე,  გიორგი აბესაძე, თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის  პედიატრიის აკადემიური კლინიკის დირექტორი  ლია  ძიძიგური და კლინიკის ხარისხის კონტროლის სამსახურის უფროსი ფიქრია ლურსმანაშვილი, სტუდენტთა და ახალგაზრდა  სპეციალისტთა პროფესიული  ინტეგრაციის  სამსახურის  უფროსი  სპეციალისტი  გოგი ჩიქოვანი.

შეხვედრა წარიმართა საქმიან გარემოში – მხარეებმა განიხილეს სამომავლო ურთიერთანამშრომლობის საკითხები საუნივერსიტეტო  კლინიკებში  სასწავლო პროცესის ხარისხის  და  სამედიცინო სერვისების განვითარების მიზნით.

ბატონმა ჟან პიერ შლამბერტმა წარმოადგინა ამერიკის და ევროპის წამყვანი საუნივერსიტეტო კლინიკების საინფორმაციო  მართვის  სისტემა, რომელიც  უზრუნველყოფს სტუდენტების და რეზიდენტების სასწავლო პროცესის მაღალ დონეზე წარმართვას და  პაციენტებისთვის ხარისხიანი სამედიცინო სერვისს. დაიგეგმა მომავალი ურთიერთანამშრომლობის პრესპექტივები.