ბელგრადის სპორტული აკადემიის (სერბეთი) პროფესორის გორან როდიჩის და დოქტორ გორან სტეფანოვიჩის ლექციები და მასტერ-კლასი თსსუ–ში

ბელგრადის სპორტული აკადემიის (სერბეთი) პროფესორის გორან როდიჩის და დოქტორ გორან სტეფანოვიჩის ლექციები და მასტერ-კლასი თსსუ–ში

 

2012 წლის 14-15 მაისს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტის ფარგლებში, ბელგრადის სპორტული აკადემიის პროფესორმა გორან როდიჩმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტებისათვის ჩაატარა ლექციები თემაზე: “სპორტული ტრავმები, მათი დიაგნოსტიკის და მკურნალობის მეთოდები”.
დოქტორმა გორან სტეფანოვიჩმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საკალათბურთო დარბაზში ჩაატარა მასტერ-კლასი უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდის ‘’თსსუ”-ის წევრებთან.

ჩატარდა მასტერ-კლასი უნივერსიტეტის ასაკობრივ გუნდებთან, რომელსაც დაესწრნენ თბილისის, ვაკე-საბურთალოს რაიონის საკალათბურთო გუნდები და მათი მწვრთნელები.