ბელორუსის საელჩოს წარმომადგენლები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

ბელორუსის საელჩოს წარმომადგენლები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

   
   

2017 წლის 15 ივნისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვივნენ  წარმომადგენლები ბელორუსის რესპუბლიკის საელჩოდან საქართველოში:  მრჩეველი პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ საკითხებში, ბატონი ოლეგ გოროხოვიკი და მრჩეველი სავაჭრო და ეკონომიკურ საკითხებში, ბატონი ანდრეი სოკოლოვი. სტუმრებს შეხვდნენ: თსსუ-ის დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის დირექტორი, ასოცირებული პროფესორი ზაზა ბოხუა, თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარატმენტის უფროსი დავით დელიბაშვილი და უფროსის მოადგილე ირინა კაპეტივაძე.

სტუმრებმა ხაზი გაუსვეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და ბელორუსის სამედიცინო პროფილის უმაღლეს სასწავლებლებს შორის  არსებულ თანამშრომლობას  განათლების სფეროში და სურვილი  გამოთქვეს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და  ვიტებსკის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის გაფორმდეს ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება.