ბენ გურიონის უნივერსიტეტის პროფესორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი ელი მაგენი  და ემორის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის ასისტენტ-პროფესორი ქეთევან კობაიძე  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

ბენ გურიონის უნივერსიტეტის პროფესორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი ელი მაგენი და ემორის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის ასისტენტ-პროფესორი ქეთევან კობაიძე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

   
   

2017 წლის 28 ივნისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვივნენ: ბენ გურიონის უნივერსიტეტის პროფესორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი ელი მაგენი (ისრაელი) და ემორის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის ასისტენტ-პროფესორი ქეთევან კობაიძე (ამერიკის შეერთებული შტატები). სტუმრებს შეხვდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, ვიცე-რექტორები: პროფესორი ხათუნა თოდაძე, პროფესორი რიმა ბერიაშვილი და ასოცირებული პროფესორი ირაკლი კოხრეიძე, მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თინათინ ჩიქოვანი, თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ხელმძღვანელი ეკა ეკალაძე და თსსუ-ის დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის დირექტორი, ასოცირებული პროფესორი ზაზა ბოხუა.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ მიულოცა ქალბატონ ქეთევან კობაიძეს „ყველაზე კარგი ექიმის“ წოდების მიღება, რომელიც ემორის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლამ მიანიჭა 2017 წელს და მადლობა მოახსენა ორივე სტუმარს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მობრძანებისთვის.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო დიპლომამდელი და დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პერსპექტივებს საქართველოში. ბატონმა ელი მაგენმა აღნიშნა, რომ თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა ისრაელში, უკვე დაინტერესდნენ ამ პროგრამით და მომავალში ის კიდევ უფრო პოპულარული გახდება როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთაც.

შეხვედრის დასასრულს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა სამახსოვრო საჩუქრები გადასცა სტუმრებს.

აღსანიშნავია, რომ ქალბატონი ქეთევან კობაიძე და ბატონი ელი მაგენი ალერგიის, ასთმისა და იმუნოლოგიის მე-9 ეროვნულ კონგრესში მიიღებენ აქტიურ მონაწილეობას.

საქართველოში ყოფნის პერიოდში  ქალბატონი ქეთევან კობაიძე წაიკითხავს საჯარო ლექციას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში – „საინტერესო შემთხვევები მედიცინიდან - დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის გამოცდილების ჭრილში“.