ბონის უნივერსიტეტის პროფესორმა მიხაელ ლენტცემ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  დიპლომურებული მედიკოსის ამეირკული პროგრამის სტუდენტებისთვის  წაიკითხა ლექციები

ბონის უნივერსიტეტის პროფესორმა მიხაელ ლენტცემ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომურებული მედიკოსის ამეირკული პროგრამის სტუდენტებისთვის წაიკითხა ლექციები

   
   

2017 წლის 29  მარტს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სტუდენტებისთვის, ბონის (გერმანია)  უნივერსიტეტის პროფესორმა,  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  საპატიო დოქტორმა, მიხაელ ლენტცემ წაიკითხა ლექციები: გასტროენტერიტის, ცისტური ფიბროზის და პანკრეასის დაავადებების შესახებ.

პროფესორი მიხაელ ლენტცე საქართველოში განსაკუთრებული მისიით იმყოფება. გერმანიის სახელმწიფოს დაფინანსებით უკვე მეოთხე წელიწადია, რაც საქართველოშია, და წელიწადში  6 თვის განმავლობაში თსსუ–ს გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში ეწევა კლინიკურ და საგანმანათლებლო საქმიანობას.

გერმანელი პროფესორი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სტუდენტებისთვის პერმანენტულად კითხულობს ლექციებს.