ბრნოს მაზარიკის  უნივერსიტეტის  (ბრნო, ჩეხეთი) ორთოპედიის დეპარტამენტის ასოცირებული  პროფესორი მარტინ  რეპკო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

ბრნოს მაზარიკის უნივერსიტეტის (ბრნო, ჩეხეთი) ორთოპედიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი მარტინ რეპკო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

 მიმდინარე წლის 14 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვივნენ:  მაზარიკის  უნივერსიტეტის  (ბრნო, ჩეხეთი) ორთოპედიის დეპარტამენტის ასოცირებული  პროფესორი მარტინ  რეპკო და  მრავალპროფილიანი სამედიცინო ცენტრის ,,ინოვა“ კლინიკური დირექტორი, ნეიროქირურგი გოჩა ჩუტკერაშვილი. სტუმრებს შეხვდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია,  ვიცე-რექტორები:  პროფესორი ხათუნა თოდაძე, პროფესორი რიმა ბერიაშვილი, ასოცირებული პროფესორი ირაკლი კოხრეიძე და თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი გიორგი აბესაძე.

განიხილეს ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივა. როგორც  ასოცირებულმა პროფესორმა მარტინ რეპკომ აღნიშნა, მათთვის საინტერესოა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან თანამშრომლობა, როგორც დიპლომამდელი, ისე დიპლომისშემდგომი განათლების სფეროში.