ციფრული განათლების ევროპული სტანდარტების გაზიარება - თსსუ ესპანეთის დისტანციური განათლების ეროვნულ უნივერსიტეტში

ციფრული განათლების ევროპული სტანდარტების გაზიარება - თსსუ ესპანეთის დისტანციური განათლების ეროვნულ უნივერსიტეტში

ციფრული და დისტანციური სწავლების ევროპული პრაქტიკის გაცნობისა და საქართველოში მისი განვითარებისთვის საჭირო სტრატეგიებზე მუშაობის მიზნით, თსსუ-იმ დელეგაცია ესპანეთში, დისტანციური განათლების ეროვნული უნივერსიტეტის (UNED) მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე გაგზავნა. 

ევროკავშირის Erasmus+ პროგრამის PRODIGE პროექტის ფარგლებში გამართული სასწავლო ვიზიტის მონაწილეები დასეწრნენ გაცნობით შეხვედრებს, ლექციებსა და სემინარებს. პროგრამა მოიცავდა ინტერნაციონალიზაციის სტრატეგიებზე, საგანმანათლებლო ინოვაციებსა და ციფრული სწავლების თანამედროვე მიდგომებზე ფოკუსირებულ აქტივობებს.

თსსუ-ის დელეგაციასთან ერთად, სასწავლო ტურში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები.  

PRODIGE პროექტი, მიზნად ისახავს საქართველოს განათლების სისტემაში ციფრული პოლიტიკის განვითარებას, ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული მექანიზმების დანერგვას და განათლების რეფორმების ხელშეწყობას.

პროექტის ფარგლებში მოქმედებს საერთაშორისო კონსორციუმი, რომლის წევრები ევროკავშირის ქვეყნებიდან არიან: ესტონეთის განათლების ხარისხის სააგენტო, ნამურის, ლიეჟისა და ლუქსემბურგის უმაღლესი სკოლა, ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ხორვატიის ალგებრას უნივერსიტეტი და ესპანეთის დისტანციური განათლების ეროვნული უნივერსიტეტი (UNED).

როგორც თსსუ-ის Erasmus+-ის პროგრამების კოორდინატორმა ნინო კანდელაკმა აღნიშნა, ვიზიტი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ციფრული უმაღლესი განათლების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებისა და ევროპულ სტანდარტებზე დაფუძნებული რეფორმების განხორციელებისთვის.